მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus-ი იწყებს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

Pegasus
BM. GE
11.11.23 18:55
1277

22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი დაიწყებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბოლის მიმართულებით იფრენს.

საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბოლში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბოლი არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონისტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვისფ რენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ Pegasus-ი ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები