მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის მერია ₾6.6 მლნ-ი ღირებულების ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებს ყიდულობს

ვიდეოსათვალთვალო

ქუთაისის მერია 6.6 მლნ ლარად სათვალთვალო ვიდეოკამერებს ყიდულობს.

შესყიდვა დღეს, 28 აპრილს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 25.05-30.05 იქნება შესაძლებელი.

დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია:

  • „ა“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 13 ცალი,
  • „ბ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 32 ცალი,
  • „გ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 675 ცალი,
  • „დ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 10 ცალი,
  • „ე“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 5 ცალი,
  • კავშირის წერტილი და უწყვეტი კვების სისტემა - 314 ცალი,
  • სერვერი ვიდეო ჩანაწერის არქივისთვის - 7 ცალი,
  • სერვერი ვიდეო ნაკადის ანალიტიკისთვის - 3 ცალი,
  • ნომრის ამომცნობი პროგრამის ლიცენზია (შს სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არსებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფასთან თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზი(ები)ა, რომელიც მოიცავს ყველა ფუნქციას რაც დღეის მდგომარეობით სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არის დანერგილი, მათ შორის ვიდეო სტრიმის ჩაწერის ფუნქციასაც) - 45 ცალი,
  • Milestone პროგრამული ლიცენზია (შსს ბალანსზე რიცხულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი, Milestone XProtect Corporate, Care+ End Date: 31.01.2026) - 685 ცალი.

დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული კომპლექტის ფიზიკურ მონტაჟი და ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაცია.

მიწოდება-მონტაჟის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღე.
მომსახურება (მოვლა-პატრონობა) უნდა განხორციელდეს - საქონლის მიწოდება-მონტაჟის დასრულებიდან 36 თვის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები