მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის მერია ჯაზ-ფესტივალის გამართვას გეგმავს, რომელიც ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდება

ქუთაისი

ქუთაისის მერია ჯაზ-ფესტივალის გამართვას გეგმავს, რომელიც ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდება. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაქვეყნა.

ქუთაისის მერის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 24-25 სექტემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება „AIA JAZZ FEST“ - მუსიკალური ღონისძიება, რომელიც პირველად გააერთიანებს ჯაზის გამორჩეულ ქართველ მუსიკოსებს ერთ სცენაზე.

ბრძანებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება ინდმეწარმე ზურაბ ლოლაძესთან, როგორც AIA JAZZ FEST-ის ორგანიზატორთან, რომელიც შპს "ქართული ხმების" დირექტორია.

ჯაზფესტივალის ფარგლებში მუსიკოსებს: მაია ბარათაშვილს, რომან რცხილაძეს და დავით მალაზონიას 15 000-15 000 ლარს გადაუხდიან ჰონორარის სახით, მარიამ გალოგრეს - 7000 ლარს, ხოლო ეკა დოლიძეს - 8000 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები