მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ ახალი სასწავლო ცენტრი განთავსდება

ქუთაისის პარლამენტი

„საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ამბობს, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ახალი სასწავლო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. მან ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სოსო გიორგაძის თქმით, ეს იქნება კერა, რომელსაც მთლიანად დაეფუძნება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

"მიმდინარეობს უკვე სარემონტო სამუშაოები ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, სადაც განთავსდება „საქპატენტის“ ახალი სასწავლო ცენტრი, სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით, რომელიც მოემსახურება როგორც პატენტრწმუნებულთა გამოცდებს, ასევე განგრძობით განათლებას. გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ჩატარდება საერთაშორისო დონის ტრენინგები და სემინარები",- ამბობს ის.

ცნობისთვის, ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა. 2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ GITA აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხურ კომპანია TUMO-ს სასწავლო ცენტრის მოწყობაში €1.8 მილიონს გადაუხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები