მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის სასტუმროში სამი დიდი კონფერენცია გაუქმდა, რომელიც EU-დან ფინანსდებოდა - მაია მურაჩაშვილი

მაია მურაჩაშვილი

ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან სეზონის შეფასებისას ამბობს, რომ ქუთაისის სასტუმროში სამი დიდი კონფერენცია გაუუქმდათ, რომელიც EU-დან ფინანსდებოდა.

მისივე ცნობით, კომპანიებს ფინანსური რესურსები აღარ ჰქონდათ, რომ აღნიშნული კონფერენციები ჩაეტარებინათ, სწორედ ამიტომ ღონისძიებები გაუქმდა.

„ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისი ზოგადად ნაკლებად დატვირთული პერიოდია ხოლმე. შესაბამისად, ტენდენცია უცვლელია. თუმცა ქუთაისში, რაც იყო ადგილობრივი კონფერენციები დაგეგმილი, სადაც ქართული კომპანიები გეგმავენ ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარებას, სამი დიდი ჯავშანი გაუქმებულია.

მათი ინფორმაციით, ეს კონფერენციები EU-დან ფინანსდებოდნენ, შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით კომპანიებს ფინანსები აღარ ჰქონდათ, ამიტომ ვერ ჩაატარებდნენ“, - აცხადებს მურაჩაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მასშტაბით, უკვე მე-7 დღეა საპროტესტო აქციები იმართება. მოსახლეობა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევასა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას აპროტესტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები