შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველად 2019 წლის 17 სექტემბერს დარეგისტრირდა. კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია:
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია სსიპ - ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასახელების შეცვლით, რომლის თანახმად, აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდება სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
საჭიროა შესაბამისი ცვლილებები შეტანილ იქნას აღნიშნულ კანონში."
2019 წლის პირველ ოქტომბერს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ახალი უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთდა. საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელახალი პრეზენტაცია 2019 წლის სექტემბერში გაკეთდა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტს სახელი შეეცვალა. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ქართუ ფონდი" აშენებს.