მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში წელს რეკორდული რაოდენობის მგზავრებს მოემსახურებიან - მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი

"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა. 

სამინისტროს პროგნოზით, 2023 წელს ქუთაისის აეროპორტი მგზავრების რეკორდულს ოდენობას 1.5 მლნ-ზე მეტ ადამიანს მიაღწევს. 

ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750 ათას მიაღწევს. პანდემიამდელ 2019 წელს აეროპორტი 624 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ გვჭირდება მისი გაფართოება, არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა.

შესაბამისად, აეროპორტში აშენდება 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე. პროექტზე მუშაობა უნდა დასრულდეს 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც უმოკლეს ვადაში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები", - განაცხადა დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები