მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში 2 ტურისტული ობიექტი დაიკეტა

ქუთაისი

ქუთაისში 2 ტურისტული ობიექტი, ბუნებრივი ღვინის ბარი “საფერე” და ვინტაჟური სასტუმრო და რესტორანი “შავი პომიდორი” დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სოციალურ ქსელში “შავი პომიდორი” განცხადებას ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო, რა დროს ესაა, მაგრამ გვინდა შეგატყობინოთ, რომ შავმა პომიდორმა შეწყვიტა ფუნქციონირება. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩვენი ნაწილი იყავით, გვსტუმრობდით და კარგ დროს ატარებდით ჩვენთან ერთად!

შევხვდებით სხვა დროს, სხვა ადგილას!

პ.ს. ამ პოსტის ქვეშ გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი ფოტოები და მოგონებები შავ პომიდორში!

მადლობა!”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

BM.GE მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად აღნიშნულ ობიექტებს დაუკავშირდა. მათ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები