ქუთაისში საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორი აქტიურად ვითარდება, თუმცა კომერციული და საოფისე უძრავი ქონება მოთხოვნას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას ადგილობრივმა არქიტექტურულმა კომპანია Ma Architect-ის დამფუძნებელმა ვეფხვია მხეიძემ განაცხადა, ქალაქში საერთაშორისო ბრენდების სავაჭრო ცენტრსა და მაღალი კლასის ბიზნესცენტრზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა მსგავსი ინვესტიციის განხორციელება მომდევნო პერიოდში არ იგეგმება.
„სამწუხაროდ ნაკლებად მოთხოვნადია დაკვეთა შერეული ტიპის ობიექტებზე. ქუთაისში დღეს არ გვაქვს ოფისის ტიპის შენობა-ნაგებობა, რომელიც თუნდაც b2b შეხვედრებისთვის იქნება გამოყენებული. მსგავსი კონფერენციები და შეხვედრები იმართება სასტუმროს საკონფერენციო დარბაზებში. არა გვაქვს სავაჭრო ობიექტები, ვგულისხმობ მსხვილ სავაჭრო ობიექტებს სადაც ბრენდები იქნებიან წარმოდგენილები.
ვფიქრობ ამის მიზეზი არის ის, რომ სათანადოდ არ ჩანს ქალაქის მსყიდველობითი უნარი. ბათუმსაც კი არ აღიქვამდნენ ამ დრომდე იმ კატეგორიის ქალაქად, სადაც ბრენდული მოლი იქნებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის მსგავსად ქუთაისი ნამდვილად არის მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთ მსხვილ ბრენდებს და შესაბამისად გაყიდოს კიდეც პროდუქცია.“ - განაცხადა ვეფხვია მხეიძემ.




























