მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ატრაქციების მოსაწყობად ბიზნესმაც უნდა იაქტიუროს - სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელი

5eda5bb540e04
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.20 20:20
3504
ქუთაისში ატრაქციების მოსაწყობად სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესმაც უნდა იაქტიუროს, - განუცხადა BM.GE-ს ქუთაისში არსებული სასტუმრო „სოლომონის“ თანადამფუძნებელმა მერაბ გოგონაძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ ქუთაისი მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის, რისთვისაც ყველამ თავისი ძალისხმევა უნდა ჩადოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ხშირად როდესაც ვესაუბრებით ადამიანებს თბილისში, არ აქვთ ინფორმაცია თუ რა ხდება ქუთაისში. მიწოდებასა და მოთხოვნას შორის საკმაოდ დიდი დისბალანსია. იმიტომ რომ ხშირად ის ტურისტი ვერ იღებს იმას რაც უნდა, ამ შემთხვევაში არამარტო სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ ბიზნესმაც უნდა იაქტიუროს. უნდა მოხდეს ქუთაისში ისეთი ადგილების და ატრაქციების შექმნის ორგანიზება, როგორიცაა აკვაპარკი, ეს იქნება საწყლოსნო მიმართულება, რომელიც ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპაში ქუთაისი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ჯომარდობა შუაგულ ქალაქში შეიძლება, უბრალოდ ამას ცოტა მეტი მიხედვა სჭირდება. ასევე რეკრეაციული ზონა... ქალაქს არ აქვს სანაპირო ზოლი. რეკრეაციული ზონა არ არის მხოლოდ დასვენების ადგილი, ეს შეიძლება იყოს გარკვეული შეხვედრის ადგილი. საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი უნდა მოეწყოს და შესაძლებელი რომ შიდა ინვესტიციით მოეწყოს, არ არის აუციელებელი მაინცდამაინც გარე ინვესტიციების ჩადება. ეს შიდა ინვესტიციები შეიძლება თბილისიდან იყოს, ბათუმიდან იყოს..“ - განაცხადა მერაბ გოგონაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები