მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში მთავრობის მიერ გასაყიდად გამოტანილი 24 ქონებიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა

62c321189deec
თამთა ჯიჯავაძე
04.07.22 21:23
802
ქუთაისში მთავრობის მიერ გასაყიდად გამოტანილი 24 ქონებიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა. კერძოდ, გაიყიდა 34695.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მე-3 ჩიხის N8-ში, ნაკვეთი N1-ში მდებარეობს.

ქონების საწყისი ფასი 750 000 ლარი იყო და ის საბოლოო ჯამში 752 000 ლარად გაიყიდა.

პრივატიზების წესების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს "იუსტიციის სახლის” ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (ფილიალს) აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

აღსანიშნავია, რომ ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 ქონება 20 ივნისს გამოიტანა, რომელთა საერთო ფასი 43,746,250 ლარი იყო. თუმცა მათგან 23-ის შემთხვევაში აუქციონი ვერ შედგა. გამოტანილ ობიექტებს შორის ყველაზე ძვირი - 10,055,000 ლარი ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა ღირდა, რომლის ფართობიც 72,836 კვადრატული მეტრია. ასევე აუქციონზე გამოტანილი იყო ქუთაისში, რუსთაველის გამზირის #37-მდებარე შენობა: ფართობი - 2,845 კვ/მ; ფასი - 3,200,000 ლარი. პროფილი - სასტუმრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები