მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ქუთაისში გასაყიდად ₾44 მილიონის 24 ქონება გამოიტანა - აუქციონები

62b1780968a22
შოთა ტყეშელაშვილი
21.06.22 12:00
1713
ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 ქონება გამოიტანა, რომელთა საერთო ფასი  43,746,250 ლარია. ამ ობიექტებს შორის ყველაზე ძვირი - 10,055,000 ლარი ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა ღირს, რომლის ფართობიც 72,836 კვადრატული მეტრია. 

Cushman & Wakefield-ის მიერ მომზადებული ბიზნესგეგმის მიხედვით, ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება შეიძლება, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს, კომერციულ ფართებს, სასტუმროს და სხვა გასართობ ობიექტებს გააერთიანებს.

საპრივატიზაციოდ მომზადებული ქონების კატალოგშია ასევე ქუთაისში, რუსთაველის გამზირის #37-მდებარე შენობა. ფართობი - 2,845 კვ/მ; ფასი - 3,200,000 ლარი. პროფილი - სასტუმრო.

თავდაპირველად საპრივატიზაციო ნუსხაში 25 ობიექტი იყო, თუმცა მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული - 16-მილიონიანი ყოფილი მთავრობის სახლი, რომელიც ქუთაისის ცენტრში, რუსთაველის #3-ში მდებარეობდა საპრივატიზაციოდ არ გამოსულა. ობიექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. 

საპრივატიზაციო ობიექტების სრული სია ასეთია:

1. ქალაქ ქუთაისში, ქუჩა ლ. ასათიანის, N96-ში - 72836 და 1299 კვ.მ, საწყისი ფასი - 10 055 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/798326 
2. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. N88-ის მიმდებარედ - 312151 და 251840 კვ.მ, საწყისი ფასი - 9 054 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797943 
3. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N47-ში - 158134 კვ.მ, საწყისი ფასი - 5 930 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797954 
4. ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირი N37ა-ში - 2845 კვ.მ, საწყისი ფასი - 3 210 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/798453 
5. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N47-ში - 85218 კვ.მ, საწყისი ფასი - 3 196 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797955 
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე 158325.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 158325 კვ.მ, საწყისი ფასი - 2 150 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/798305 
7. ქალაქ ქუთაისში, ა.წერეთლის ქუჩა N226ბ-ს მიმდებარედ - 31170 კვ.მ, საწყისი ფასი - 1 991 500 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797952 
8. ქალაქ ქუთაისში, ზ.ანჯაფარიძის ქუჩა N29-ის მიმდებარედ - 11220 კვ.მ, საწყისი ფასი - 977 500 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797945 
9. ქალაქ ქუთაისში, ფოთის ქუჩა N11ბ-ს მიმდებარედ - 10211 კვ.მ, საწყისი ფასი - 957 750 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797940 
10. ქალაქ ქუთაისში, სოლომონ მეორის ქუჩაზე, II შესახვევში, N8-ის მიმდებარედ - 16831 კვ.მ, საწყისი ფასი - 930 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/798293 
11. ქუთაისში , ავტომშენებლის ქუჩა N 1 , ჩიხი N2ა-ში - 24381 კვ.მ, საწყისი ფასი - 908 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797942 
12. ქალაქ ქუთაისში, ბუკიას ქუჩა N68-ის მიმდებარედ - 27281 კვ.მ, საწყისი ფასი - 837 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797947 
13. ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მე-3 ჩიხის N8-ში, ნაკვეთი N1-ში მდებარე - 34695 კვ.მ, საწყისი ფასი - 750 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797953 
14. ქალაქ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, III შესახვევში, N3-ის მიმდებარედ - 22596 კვ.მ, საწყისი ფასი - 475 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797957 
15. ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუბიში მდებარე - 24518 კვ.მ, საწყისი ფასი - 370 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/798290 
16. ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, N12-ის მიმდებარედ - 5621 კვ.მ, საწყისი ფასი - 310 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/798295 
17. ქალაქ ქუთაისში, ცახელის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ - 14677 კვ.მ, საწყისი ფასი - 308 500 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797948 
18. ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, II შესახვევის N6-ში - 3754 კვ.მ, საწყისი ფასი - 260 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/798297 
19. ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა N94ა-ში - 6467 კვ.მ, საწყისი ფასი - 250 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797951 
20. ქალაქ ქუთაისში, ლესელიძის ქუჩა N16-ის მიმდებარედ - 3752 კვ.მ, საწყისი ფასი - 188 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797944 
21. ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირი N14ა-ში - 6274 კვ.მ, საწყისი ფასი - 172 500 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797956 
22. ქალაქ ქუთაისში, ცახელის ქუჩა N2-ის მიმდებარედ - 7546 კვ.მ, საწყისი ფასი - 170 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797950 
23. ქალაქ ქუთაისში, ცახელის ქუჩა N2-ის მიმდებარედ - 7494 კვ.მ, საწყისი ფასი - 157 500 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797949 
24. ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, V შესახვევში - 6565 კვ.მ, საწყისი ფასი - 138 000 ლარი, ბმული https://www.eauction.ge/Home/EntityView/797946

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები