მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში სასტუმრო Lileo - hotel and winery გაიხსნა - გეგმები

ლილეო

მიმდინარე წელს, ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას #5 - ში, ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, Lileo - hotel and winery გაიხსნა. სასტუმრო, რომელიც რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს 16 უმაღლესი სტანდარტის ნომერს, ამასთან ბარს, რესტორანს, საკონფერენციო დარბაზსა და ტერასას აერთიანებს.

როგორც სასტუმროს მენეჯერი, მარიამ გოლეთიანი BM.GE-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით სტუმრების მოლოდინში არიან და იმედოვნებენ, რომ სეზონის დაწყებასთან ერთად, სტუმრების რაოდენობაც გაიზრდება.

მისივე ცნობით, სასტუმროს პოპულარიზაციაზე აქტიურ მუშაობას სწორედ ახლა იწყებენ და ტურისტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„სასტუმრო აპრილში, რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა. ტურისტული ობიექტი 16 უმაღლესი სტანდარტის ნომერს აერთიანებს და მასში 45 ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. სტანდარტულ ნომერში, ერთი ღამით განთავსება, საუზმით 150 ლარიდან იწყება, ხოლო ლუქს კატეგორიის ნომრის ღირებულება 280 ლარით განისაზღვრება.

სასტუმროში ყოველკვირეული მუსიკალური საღამოები, ღონისძიებები და ა.შ იგეგმება. ამჟამად ოფიციალურად გახსნილები არ ვართ, მაგრამ უახლოესი ორი კვირის ჭრილში, ოფიციალურ გახსნას ვგეგმავთ. ღონისძიებაზე ტურისტულ სექტორში დასაქმებულ პირებს მოვიწვევთ, რომლებიც სამომავლოდ, ჩვენი ბიზნეს პარტნიორების იქნებიან.

გარდა ამისა, ჩვენ ქუთაისთან ახლოს, 20 წუთის სავალზე ღვინის ქარხანა გვაქვს, სადაც ღვინოს და არაყს ვაწარმოებთ. შესაბამისად, სტუმრებს დაინტერესების შემთხვევაში სადეგუსტაციო სერვისსაც შევთავაზებთ,“- აცხადებს გოლეთიანი.

მისივე ცნობით, სასტუმრო 10 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ობიექტის გააქტიურების შემდეგ, კადრების დამატება კიდევ იგეგმება. ამჟამად, კადრების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს, რათა სასტუმროში დასაქმებულებმა ყველა სტანდარტი შესაბამისად დააკმაყოფილონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები