მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუვეითის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

ქუვეითის აეროპორტი

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, იერიშის შედეგად ერთ-ერთი ტერმინალი დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

უსაფრთხოების სამსახურებმა საგანგებო პროტოკოლი მყისიერად აამოქმედეს და ამ დროისთვის ობიექტზე ვითარება სრულად კონტროლდება. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილ დარტყმაზე პასუხისმგებლობა ირანს ჯერჯერობით არ აუღია და არც სახელმწიფო უწყებები ასახელებენ თავდასხმის წყაროს.

არსებობს მოლოდინი, რომ დარტყმების განხორციელებაზე პასუხისმგებლობას ქუვეითი ირანს დააკისრებს, რადგან მთელი დღის განმავლობაში ქვეყნის მიმართულებით რაკეტებს სწორედ აიათოლას ხელისუფლება უშვებდა.

შეგახსენებთ, ოფიციალურმა თეირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის ქუვეითი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი სამიზნეში მას შემდეგ ამოიღო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე სამხედრო იერიში მიიტანეს. აიათოლას რეჟიმის პოზიციაა, რომ აშშ-ის ბაზები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთშია განთავსებული, არსებული დაპირისპირების ფონზე ლეგიტიმურ სამიზნეებად მიიჩნევიან. თუმცა თეირანს არ უპასუხია ყურის ქვეყნების კრიტიკისთვის იმის თაობაზე, რომ დაბომბვის ქვეშ სამოქალაქო ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობაც მოყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები