მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის 4 მიმდინარე პროექტის ღირებულება ₾6.5 მლნ-ია - საქართველოს მელიორაცია

61fe270df0f96
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 11:41
547
დღეისათვის ქვემო ქართლში 6.5 მლნ ლარის ღირებულების წყალუზრუნველყოფის 4 პროექტი მიმდინარეობს, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ პროექტების დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი დამატებით 2500 ჰექტარი სავარგული გახდება, ხოლო წყლის მიწოდება 810 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

„ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს, რომლის ღირებულება 2 627 500 ლარია.

საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის - ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება“, - ნათქვამია საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 9 წლის განმავლობაში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 32,570 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 24 820 ჰექტარზე გაუმჯობესდა.