მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანა, რომელიც EU-ისკენ ისწრაფვის, დროულ გამოძიებას ჩაატარებდა” - ო’ბრაიენი აქტივისტებზე ძალადობაზე

სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი საქართველოში, რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიების წევრებზე თავდასხმას X-ის საშუალებით ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანას, რომელსაც ევროინტეგრაციისკენ აქვს მისწრაფება, მსგავს ფაქტებზე დროულ და სრულ გამოძიებას უნდა ატარებდეს.

"ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანების მიმართ ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ "უცხოური გავლენის კანონს". ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ აქვს სწრაფვა, სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებებს ჩაატარებდა", - წერს ო'ბრაიენი.

შეგახსენებთ, რომ სახდეპის ინფორმაციით, ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს მომდევნო კვირაში ეწვევა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო და კერძო სექტორთან გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები