მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან და კინოთეატრები ღიაა - კულუმბეგოვი პოსტს აქვეყნებს

611a07bb0c673
BM.GE
16.08.21 10:34
7392
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან, საქალაქო ტრანსპორტი გაჩერებულია და კინოთეატრები ღიაა. ღმერთო, დაეხმარე ამ ხალხს და ამ ქვეყანას!”,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, რომ გაუარესებული კოვიდვითარების გამო 14 აგვისტოდან  4 სექტემბრამდე ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს: აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი 4 ქალაქში, შეზღუდულია გასართობი ღონისძიებების მოწყობა და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, რესტორნებს კი საქმიანობა 23:00 საათამდე შეუძლიათ, ნაცვლად მანამდე არსებული 00:00 საათისა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები