საქსტატის მონაცემებით, აზოტოვანი სასუქები საქართველოს მთლიან ექსპორტში 1.7%-იანი წილით 10 ძირითად საექსპორტო საქონელს შორის მეცხრე ადგილზეა.
9 თვეში ექსპორტზე 82.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გავიდა, რაც წლიურად 33.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება მოცულობას, სულ 304 219 ტონა სასუქი გაიყიდა, რაც წლიურად 6%-იან კლებას წარმოადგენს. შესაბამისად, მონაცემები ექსპორტის ფასის კლებაზე მეტყველებს, რაც თავის მხრივ, გლობალურ ბაზრებზე აზოტოვანი სასუქების ფასის შემცირებით აიხსნება.
რაც შეეხება საექსპორტო პარტნიორებს, 9 თვის მონაცემებით, ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:
- პერუ - $17.4 მლნ/57 200 ტონა;
- ინდოეთი - $17.1 მლნ/65 500 ტონა;
- რუმინეთი - $15.7 მლნ/60 666 ტონა;
- ნამიბია - $6.7 მლნ/25 300 ტონა;
- ესპანეთი - $6.2 მლნ/24 738 ტონა;
- თურქეთი - $4.6 მლნ/19 386 ტონა;
- მავრიტანია - $2.53 მლნ/7 400 ტონა;
- განა - $2.5 მლნ/ 6450 ტონა;
- სომხეთი - $2.2 მლნ/8 831 ტონა;
- ბულგარეთი - $1.83 მლნ/7 308 ტონა;
- ტანზანია - $1.8 მლნ/6 500 ტონა;
- იტალია - $1.6 მლნ/6 300 ტონა;
- ისრაელი - $1.3 მლნ/4 849 ტონა.
შედარებით მცირე პროდუქტი ასევე გადის აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბრაზილიაში და ჩეხეთში.
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 26 203 ტონა, 8.7 მლნ დოლარის სასუქი შემოვიდა. იმპორტი რაოდენობრივად 16%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულებით გამოსახულებაში 8%-ით შემცირდა, რაც იმპორტის გაიაფებაზე მეტყველებს. იმპორტის უდიდესი ნაწილი, 67% რუსეთზე მოდის.
იანვარ-სექტემბერში სასუქის 5 ძირითადი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის მონაცემები ასეთი იყო:
- რუსეთი - $4.7 მლნ/17 533 ტონა;
- თურქეთი - $1.1 მლნ/1 761 ტონა;
- თურქმენეთი - $846.2 ათასი/2 320 ტონა;
- აზერბაიჯანი - $692.2 ათასი/1 910 ტონა;
- უზბეკეთი - $455.6 ათასი/1 141 ტონა.