მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში $11 მლნ-ის შპალერის იმპორტი განხორციელდა - სად ვყიდულობთ საქონელს?

639af25984b09
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.22 09:03
1013
მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ 11 მლნ დოლარის ღირებულების 3 643 ტონა შპალერის ქაღალდი და კედლის სხვა საფარები შეიძინა.

იმპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებს 12.7%-ით აღემატება და პანდემიამდე არსებულ რიცხვებს უთანაბრდება. თუმცა შეძენილი საქონლის მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელზე 182 ტონით ნაკლებია.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ შპალერის საიმპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც შპალერის იმპორტი განხორციელდა ასეთია:

1. გერმანია - 2.2 მლნ დოლარი, 645 ტონა;
2. რუსეთი - 2.2 მლნ დოლარი, 506 ტონა;
3. უკრაინა - 2 მლნ დოლარი, 601 ტონა;
4. ჩინეთი - 1.3 მლნ დოლარი, 424 ტონა;
5. იტალია - 876 ათასი დოლარი, 447 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა შპალერის ქაღალდის და კედლის სხვა საფარის იმპორტი ბელგიიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან, გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან, უზბეკეთიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდანაც განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები