მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმი 8%-ით შემცირდა, ვიზიტისას გაწეული თვიური ხარჯები კი გაიზარდა

632034a4a6d47
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.22 11:56
721
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.132 მილიონით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.281 მლნ ერთეული შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული II კვარტლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 2021 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემზე 8.0%-ით ნაკლებია.

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 714.2 ათასით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1%-ით ნაკლებია.

ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 23.2% მიეკუთვნებოდა 15-30 წლამდე ასაკის, 36.3% - 31-50 წლამდე, 32.7% - 51-70 წლამდე, ხოლო 7.8% - 71 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე მოდიოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.9%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.3% თბილისის მაცხოვრებელია, 14.6% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.3% - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (50.0%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი ქ. თბილისში (საშუალოდ 296.6 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (საშუალოდ 241.4 ათასი ვიზიტი თვეში) განხორციელდა.

2022 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 208.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.6%-ით მეტია. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 13.3%-ით გაიზარდა და 162.9 ლარს უტოლდება.

ხარჯის ტიპის მიხედვით საქართველოს რეზიდენტები საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო ხარჯების განაწილება ასეთია:

• საყიდლები - 75.8 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 59.2 ლარი;
• ტრანსპორტი - 47.4 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 37 ლარი;
• საკვები და სასმელი - 41.6 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 32.4 ლარი;
• განთავსების საშუალება - 4.5 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 3.5 ლარი;
• გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 2 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 1.5 ლარი;
• სხვა ხარჯი - 37.5 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 29.3 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები