მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 26 363 აცრა ჩატარდა - რომელ რეგიონშია აიცრა ყველაზე მეტი ადამიანი?

611df5b9a4459
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 12:07
1109
19 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო 883 570 აცრაა ჩატარებული, ხოლო უშუალოდ 18 აგვისტოს 26 363 პირი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბოლო 24 საათში რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციის სტატისტიკას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანი თბილისსა და აჭარაშია აცრილი. აცრილთა რაოდენობები თითოეულ რეგიონში ასეთია: თბილისი - 11 348; აჭარა - 3 368; იმერეთი- 3 091; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 980; შიდა ქართლი - 1683; კახეთი - 1 510; ქვემო ქართლი - 1 131; გურია - 703; მცხეთა-მთიანეთი - 520; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სავენთი - 375.



შედეგად, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 258 303, ხოლო ერთჯერადად 625 267 ადამიანი.

საქართველოში კორონავრუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: ასტრა-ზენეკა, ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები