მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში ბოლო 24 საათში მხოლოდ 5 543 Covid-აცრა ჩატარდა - აცრების გეოგრაფია

617012e915da2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.21 17:00
411
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 926 893 აცრაა ჩატარებული.

აქედან სულ მცირე 1 დოზით 1 015 699 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7%-ია ვაქცინირებული. სრულად კი 910 782 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.9%-ია აცრილი.

რაც შეეხება აცრების რაოდენობის დღიურ მაჩვენებელს, 19 ოქტომბერს მხოლოდ 5 543 ადამიანი აიცრა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი აცრა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარდა. აცრების რაოდენობა რეგიონებზე ასე ნაწილდება: თბილისი - 2 641; იმერეთი - 575; აჭარა - 503; სამეგრელო- ზემო სვანეთი - 474; ქვემო ქართლი - 373; კახეთი - 341; შიდა ქართლი - 221; გურია - 160; სამცხე - ჯავახეთი - 113; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 73; მცხეთა-მთიანეთი - 69.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები