მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში დასარეგულირებელია ბიუროკრატია, რომ ინვესტორების დაინტერესება არ ჩაახშოს“ - ნოდარ გიორგაძე

ჯინო ჰოლდინგი

საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში და „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს აფასებს და ამბობს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ქვეყანაში ბიუროკრატიული ბარიერები ინვესტორების შემოსვლაზე მოქმედებს. ამის შესახებ ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების შემსრულებელმა და რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი აკვაპარკის „ჯინო ფერედაისის“ მფლობელმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად, მაგრამ საქართველოში უფრო მეტად, რაც იგრძნობა ეს ბიუროკრატიაა. სლოვაკეთს ვადარებ მე ამ შემთხვევაში. ბიუროკრატია ძალიან ხშირად ინიციატივებს ახშობს, რადგან დღეს თუ რაღაც ინიციატივა მაქვს, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მხოლოდ მე მინდა, არამედ იმიტომ, რომ საქმეს სჭირდება და ბაზარმა გვანახა, რომ ამის მოთხოვნილებაა. ზოგადად, ფული იქ იდება, სადაც შესწავლა ხდება. ამ შესწავლის შემდეგ, როდესაც ადამიანი იწყებ მოძრაობას და წლები გჭირდება ამისთვის, შეიძლება ეს ინიციატივა წლების შემდეგ აქტუალური აღარ იყოს. ის ფულიც ფასს კარგავს. წელს დახარჯული ერთი მილიონი ინფლაციის გათვალისწინებით ერთ წელში უკვე მილიონ 100 ათასია, ამას დამატებული ბანკის პროცენტი და იმდენად იცვლება ეკონომიკა, რომ ეს თემატიკა საერთოდ იცვლება.

ქვეყანაში ძალიან ბევრი რაღაც დაიხვეწა და ბიზნესის კეთება გამარტივდა, მაგრამ ამ პროცესში უფრო ბიუროკრატიამ წამოიწია წინ, ვიდრე ხელისუფლების ნება, რომ ეს გაკეთდეს. ეს [ბიუროკრატია] კარგადაა დასარეგულირებელი, რომ არ ჩაახშოს ნებისმიერი დაინტერესებული ინვესტორის დამოკიდებულება საკითხისადმი. მას იმიტომ კი არ უნდა ტაშის დაკვრა, რომ ეს სიამოვნებს, სიმბოლურად ვიძახი, ელემენტარულად ვიძახი, რომ დამოკიდებულებაა მთავარი, როდესაც ხედავენ რომ გინდა ეს საქმე გააკეთო, შენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება გინდება“, - განმარტავს გიორგაძე.

ინვესტორი იმასაც ამბობს, რომ დღეს საქართველოში საინვესტიციო კლიმატი პოზიტიურია და ქვეყანაში გარკვეული მიმართულებებით პროექტების განხორციელებისთვის მზაობა არის. თუმცა სახელმწიფომ უნდა დახვეწოს ის მოთხოვნები, რადგან ინვესტორი იქ მიდის, სადაც ნაკლები რისკია.

„ბიზნესს და ფულს ერთი ასეთი თვისება აქვს, როგორც ელექტროენერგია ისეა, მიდის იქ, სადაც მოთხოვნაა. შუქს თუ არ ჩავრთავთ ელექტროენერგია არ მოვა, იქნება სადღაც ქსელში და აქამდე არ მოვა და არც არავინ გადაიხდის ამის ფულს. ასეა ბიზნესი და ფულიც მიდის იქ, სადაც მოთხოვნაა. დღეს საქართველოში მოთხოვნა არის და უკვე იკვეთება ის კონტურები, რომ ამ ქვეყანაში ინვესტირება საჭიროა და ქვეყანაში განვითარების საუკეთესო პერსპექტივებია. მაგრამ ამავე დროს ფული და დიდი კაპიტალი ტიტანიკივითაა, ხედავს, რომ წინ აისბერგია, მაგრამ გვერდს ვერ უვლის, ნავივით პატარა რომ ყოფილიყო ტიტანიკის ადგილას ის კატასტროფა არ მოხდებოდა. ასევეა ბიზნესიც, ადამიანის აზროვნება - დროს სჭირდება. მოთხოვნა უკვე არის, მაგრამ ეს მოთხოვნები სახელმწიფოს მხრიდან დასახვეწი და გასაფილტრია, რადგან ინვესტორი იქ მიდის სადაც ნაკლები რისკი აქვს, ინვესტორმა უნდა დაინახოს და დარწმუნდეს იმაში, რომ მისი ჩადებული ფული არ დაიკარგება, რომ მას როგორც ინვესტორს დააფასებენ. ეს მეორე ფაქტორია, რომელსაც ხანდახან ყურადღებას არ აქცევენ, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური ფაქტორია. ყველა ინვესტორი პიროვნებაა.

მე, მაგალითად აკვაპარკში ჩადებული მაქვს 40 მლნ ევრო, აქვე სასტუმროში 20 მლნ ევროა - ამ თანხას, რომ ვდებ თან ვაკვირდები ადამიანებს თუ სიამოვნებთ, ქვეყანას თუ უნდა ეს, სახელმწიფო თუა დაინტერესებული ამით, იმიტომ კი არა რომ ფინანსური დახმარება გამიწიონ - არა, არამედ იმიტომ რომ ტაშის დაკვრა ყველას უნდა“, - ამბობს გიორგაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები