მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა მთავრობასთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა მაქვს - “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი

63de5b7892a7d
გიორგი არონია
05.02.23 00:16
1146

“საერთოდ, არც ერთ პროექტს არ ვაკეთებ, სანამ მთავრობის შესაბამის წევრებთან, მინისტრებთან არ დავჯდები მაგიდასთან და ვკითხავ, რომ, აი, ამის გაკეთება მინდა და შედის ეს სახელმწიფოს ინტერესებში თუ არა”, - ასე პასუხობს ქართული წარმოშობის სლოვაკი ინვესტორი, “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე BMG TV-ის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რამდენად მარტივია საქართველოს დღევანდელ მთავრობასთან კომუნიკაციის დამყარება.

“1993 წელს საქართველოდან ავსტრიაში წავედი, როგორც პირველი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და 2003 წლიდან სლოვაკეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოსთან მუდმივი ურთიერთობა მაქვს. არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა არც ერთი მთავრობა, რომელთანაც არ მქონია ძალიან ნორმალური საქმიანი ურთიერთობა და მათაც ჩემ მიმართ პატივისცემა. დღევანდელ მთავრობასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

საერთოდ, არც ერთ პროექტს არ ვაკეთებ, სანამ მთავრობის შესაბამის წევრებთან, მინისტრებთან არ დავსხდები მაგიდასთან და ვკითხავ, რომ, აი, ამის გაკეთება მინდა და შედის ეს სახელმწიფოს ინტერესებში თუ არა. თანაც, მიუხედავად იმისა, მიწა ჩემია თუ არა - ჩემი მიწა თუ არის კიდევ უფრო მეტს ვეკითხები, რადგან მიწა ჩემი საერთოდ არ არის, ყველაფერი ღმერთისაა. მე დროებით ვარ ამ ყველაფრის მეპატრონე, რადგან მე თვითონ დროებით ვარ ამ დალოცვილ მიწაზე მოსული და ვალდებული ვარ, გამოვიკითხო იმ ადამიანების აზრი, ვისაც ამ ქვეყანაზე სიტუაციის დარეგულირება ევალება და თან, ცოდნაც აქვთ”, - აღნიშნავს ნოდარ გიორგაძე.

ცნობისთვის: ნოდარ გიორგაძე ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპელი ინდივიდუალური ინვესტორია, რომელსაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოსა და სლოვაკეთში, 240 მილიონი ევრო აქვს ინვესტირებული - აქედან საქართველოზე 87 მილიონი ევრო მოდის. ნოდარ გიორგაძეს ეკუთვნის თბილისის ზღვის მიმდებარედ ასაშენებელი მეგაპროექტი “გრინ სითი”, რომელიც, თავის დროზე, 500 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ ახლა, უკვე 750 მილიონადაა შეფასებული. ინვესტორის თქმით, მომდევნო ხუთ წელიწადში, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები