მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორი იქ მიდის, სადაც ნაკლები რისკია“ - ნოდარ გიორგაძე ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე

Gino Holding

„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის ნოდარ გიორგაძის განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე მოთხოვნა არის, თუმცა ხელისუფლებას გარკვეული მიმართულებით სამუშაო აქვს.

ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და საინვესტიციო მზაობაზე საქართველოს საპატიო კონსულმა და ქვეყანაში სლოვაკური ინვესტიციით პროექტების მმართველმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ინვესტორი კაპიტალს ტიტანის ადარებს, რომელსაც გზად აისბერგები არ უნდა შეხვდეს, რათა დანიშნულების ადგილზე დროულად და გართულებების გარეშე მივიდეს.

„ბიზნესს და ფულს ერთი ასეთი თვისება აქვს, როგორც ელექტროენერგია ისეა, მიდის იქ, სადაც მოთხოვნაა. შუქს თუ არ ჩავრთავთ ელექტროენერგია არ მოვა, იქნება სადღაც ქსელში და აქამდე არ მოვა და არც არავინ გადაიხდის ამის ფულს. ასეა ბიზნესი და ფულიც მიდის იქ, სადაც მოთხოვნაა. დღეს საქართველოში მოთხოვნა არის და უკვე იკვეთება ის კონტურები, რომ ამ ქვეყანაში ინვესტირება საჭიროა და ქვეყანაში განვითარების საუკეთესო პერსპექტივებია. მაგრამ ამავე დროს ფული და დიდი კაპიტალი ტიტანიკივითაა, ხედავს, რომ წინ აისბერგია, მაგრამ გვერდს ვერ უვლის, ნავივით პატარა რომ ყოფილიყო ტიტანიკის ადგილას ის კატასტროფა არ მოხდებოდა. ასევეა ბიზნესიც, ადამიანის აზროვნება - დროს სჭირდება. მოთხოვნა უკვე არის, მაგრამ ეს მოთხოვნები სახელმწიფოს მხრიდან დასახვეწი და გასაფილტრია, რადგან ინვესტორი იქ მიდის, სადაც ნაკლები რისკი აქვს, ინვესტორმა უნდა დაინახოს და დარწმუნდეს იმაში, რომ მისი ჩადებული ფული არ დაიკარგება, რომ მას როგორც ინვესტორს დააფასებენ. ეს მეორე ფაქტორია, რომელსაც ხანდახან ყურადღებას არ აქცევენ, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური ფაქტორია. ყველა ინვესტორი პიროვნებაა.

მე მაგალითად აკვაპარკში ჩადებული მაქვს 40 მლნ ევრო, აქვე სასტუმროში 20 მლნ ევროა - ამ თანხას რომ ვდებ, თან ვაკვირდები ადამიანებს თუ სიამოვნებთ, ქვეყანას თუ უნდა ეს, სახელმწიფო თუა დაინტერესებული ამით, იმიტომ კი არა, რომ ფინანსური დახმარება გამიწიონ - არა, არამედ იმიტომ, რომ ტაშის დაკვრა ყველას უნდა.

მე მოტივირებული და ემოციური ინვესტორი ვარ, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა. €40 მლნ-ს არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ჩავდებდი აკვაპარკში. კარგად ვიცი, როგორ უნდა ჩავდო €40 მლნ ისე, რომ 5 წლის შემდეგ უკან დავიბრუნო. 10 წელია ეს თანხა ჩადებული მაქვს და ჯერ კაპიკი არ დამიბრუნებია, იმიტომ კი არა, რომ აკვაპარკი წაგებიანი თემაა, რადგან ყველაფერს დრო სჭირდება“, - ამბობს გიორგაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები