მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში ღვინის ბოთლით შეძენის კულტურა ნელ-ნელა ფორმირდება“ – „ვილა მოსავალი“

64071bec46ba4
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.23 22:40
1118
ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვილა მოსავალის“ მთავარი მეღვინის შეფასებით, ქვეყანაში ღვინის ბოთლით შეძენის კულტურა ნელ-ნელა ფორმირდება. ამის შესახებ გიორგი შეყრილაძემ BM.GE-სთან ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „ვილა მოსავალი“ წლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის გაყიდვების 70% გასულ წელს ადგილობრივ ბაზარზე მოდიოდა. კომპანიის მთავარი მეღვინე ამბობს, რომ ღვინის სექტორში ახალი მცირე მარნების გაჩენამ სექტორი გააჯანსაღა და ღვინის ხარისხი გაზარდა.

„წარმოების დაწყებისთანავე გააზრებული გვქონდა, რომ ჩვენთვის 5 წელი რთული იქნებოდა, თუმცა ამ ყველაფერს კოვიდპანდემია დაემატა, რომელმაც ეს პერიოდი 2 წლით გაახანგრძლივა. გამოწვევებს კარგად გავუმკლავდით და იმ გზაზე მივდივართ, რომელიც დასახული გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვა რთულია, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანაში ძალიან ბევრი მცირე მარანი გაჩნდა. ეს ღვინის ხარისხისა და კონკურენციის ზრდისთვის კარგია, ღვინის მაღაზიების პოპულარიზაცია ხდება.

ვფიქრობ, ქვეყანაში ღვინის ბოთლით შესყიდვის კულტურა ახლა ფორმირდება. აქამდე ყველა ოჯახში აყენებდა ღვინოს და ბოთლის ღვინოს, ღვინოდ არ თვლიდნენ, ახლა კი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბოთლის ღვინო შეიძლება უფრო მაღალხარისხიანი იყოს და მეტი სიამოვნება მოგვანიჭოს. რა თქმა უნდა ეს სეგმენტიც იარსებებს, ვინც ღვინოს სახლში დააყენებს, მაგრამ ბოთლით გაყიდვის კულტურა ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დაიძლია“, - ამბობს მეღვინე.

კომპანიის გაყიდვების ძირითადი მიმართულება ჰორეკა სექტორია, და არა ქსელური მაღაზიები, რადგან ამ სექტორში ღვინის წარდგენა და მიწოდება კარგად ხდება. გაყიდვების ეს პოლიტიკა კი ერთნაირად მოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც დღეისთვის „ვილა მოსავალის“ 22 დასახელების ღვინო გადის.

„აუცილებელია მომხმარებელმა იცოდეს როგორ და რომელ ქვეყანაში მზადდება ეს ღვინო, ამიტომ ღვინოს ძირითადად სასტუმროებში და ბარებში ვყიდით. საქართველოშიც ასე ვმუშაობთ და ღვინოს ჰორეკა სექტორში წარვადგენთ“, - აღნიშნა გიორგი შეყრილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები