მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანაში მსყიდველუნარიანი ტურისტი ნაკლებია, რაც პრობლემურია”- KTW

644bc1409df84
ანუკა ჯოხაძე
30.04.23 13:20
1864
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

ტურიზმის დანახარჯებში მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 96 მილიონი ლარი შეადგინა. მესამე პოზიციას კი 56 მილიონით უკრაინა იკავებს.

უწყების ანგარიშის თანახმად, EU-ს მოქალაქეებმა პირველ კვარტალში 73 მილიონი დოლარი დახარჯეს.

როგორც კახური ტრადიციული მეღვინეობის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი ნატალია სვანიძე აცხადებს, იმ კომპანიებს, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ და გათვლას მათ შორის ტურისტებზე აკეთებენ გამოწვევების წინაშე არიან. მისი თქმით, ქვეყანაში მაღალ მხარჯველი ტურისტების ნაკლებობაა, რაც პრობლემას ქმნის.

ნატალია სვანიძე ამბობს, რომ მათ კომპანიას სჭირდება ისეთი ტურისტები, რომლებიც ღვინითაც იქნებიან დაინტერესებული და მასში შესაბამისი თანხების გადახდაც არ დაენანებათ.

“მსყიდველობით უნარიანი ტურისტი ნაკლებია, რაც პრობლემატურია. მოდიან პროდუქციის სანახავად, მაგრამ აღმოსავლეთის ბაზარი ჩვენთვის ნაკლებად რელევანტურია.

ყველას დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვუმასპინძლდებით, მაგრამ რეალურად ბიზნესის თვალსაზრისით ეს არ არის მისაღები. ჩვენ გვინდა ამ საკითხით დაინტერესებულ ტურისტულ სეგმენზე გასვლა, მაგრამ რაც არ აღმოჩნდა ადვილი. შესაბამისად, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ეს ბიზნესი საქართველოში.”-ამბობს ტრადიციული მეღვინეობის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი ნატალია სვანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები