მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში სრულად მოზრდილი მოსახლეობის 21.2%-ია აცრილი - აცრების გეოგრაფია

613f0bc7a45ee
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.21 12:26
329
დღეისთვის, საქართველოში სრულად, მოზრდილი მოსახლეობის 21.2%-ია აცრილი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 1 507 986 აცრაა ჩატარებული.

სულ მცირე 1 დოზით 902 457 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ს შეადგენს. სრულად ვაქცინირებული კი 605 529 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 21.2%-ია.

NCDC-ის ცნობით, 12 სექტემბერს 14 703 აცრა ჩატარდა. ჩატარებული აცრების მიხედვით, თბილისი, იმერეთი და აჭარა ლიდერობენ. რეგიონების რეიტინგი კი ასეთია: თბილისი - 8 166; იმერეთი - 1 839; აჭარა - 1 651; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 009; შიდა ქართლი - 436; კახეთი - 399; ქვემო ქართლი - 313; სამცხე-ჯავახეთი - 253; გურია - 220; მცხეთა -მთიანეთი - 210; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 207.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები