ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან 4 თვის თავზე სრულად ვაქცინირებულია 130 314 ადამიანი. დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 357 106 აცრა.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეები უნდა ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 1522.
შეგახსენებთ: ვაქცინაცია ქვეყანაში ოთხი - "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით მიმდინარეობს.
მთავრობის სამიზნე გეგმა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრაა.




























