მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას - კორუფციას, ნეპოტიზმს, ნიჰილიზმს - ირმა დაუშვილი

641fe219c9be3
მარიამ იზორია
26.03.23 20:37
816
კომპანია Dio-ს გენერალური დირექტორისა და კურორტ ნუნისის თანადამფუძნებლის ირმა დაუშვილის მოსაზრებით, ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას - კორუფციას, ნეპოტიზმს და ნიჰილიზმს. ეს განცხადება მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” გააკეთა.

“სანამ თითოეული მოქალაქე არ გაითავისებს, რომ ეს ქვეყანა მისი შესაცვლელია, იქამდე ჩვენ გვექნება სხვისი იმედი, სანამ ვეძებთ ოდიოზურ ლიდერებს, სანამ ჩვენი ძალის იმედი არ გვექნება და სანამ არ ვიფიქრებთ, რომ ამ ქვეყნის შეცვლა თავადვე შეგვიძლია, იქამდე ყოველთვის ვიქნებით სხვის იმედზე და არაფერი გამოვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თაობას ვესაუბროთ მათ ენაზე, სოციალური სივრცის ენაზე, ამ თაობამ უნდა მოინდომოს ყველაფრის შეცვლა.

უპირველესად წერტილი უნდა დაესვას - კორუფციას, ნეპოტიზმს, ნიჰილიზმს,” - ამბობს ირმა დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები