მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, სადაც კრიპტოვალუტის გამოყენება არალეგალურია

6137110c061ff
თათია კაკიაშვილი
08.09.21 00:25
827
2009 წლის დასაწყისიდან დღემდე ბიტკოინის და შემდეგ სხვადასხვა კრიპტოვალუტის შესახებ კამათი არ წყდება. ციფრულ ვალუტას ფართოდ აკრიტიკებენ მისი არასტაბილურობის და ელექტროენერგიის დიდი მარაგის საჭიროების გამო, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ის განიხილება, როგორც „უსაფრთხო ნავსადგური ეკონომიკური ქარიშხლების დროს“. „ევრონიუსის“ ცნობით, სხვადასხვა ქვეყანაში ბიტკოინების გამოყენება არალეგალურია, ზოგან კი - ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება.

იქ, სადაც კრიპტოვალუტა უკანონოდ არ მიიჩნევა, დიდი ხანია, გადახდის ერთ-ერთი და მეტ-ნაკლებად პოპულარული საშუალებაა. „ევრონიუსი“ გვთავაზობს იმ ქვეყნების სიას, სადაც კომპანიები მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას და ზოგად ოპერაციებს უკრძალავენ, რადგან ეს უკანონოა. მათ კი, ვინც ამ წესს დაარღვევს, მკაცრი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

ქვეყნების სია, სადაც კრიპტოვალუტის გამოყენება არალეგალურია:

1. ალჟირი
2. ბოლივია
3. ჩინეთი
4. კოლუმბია
5. ეგვიპტე
6. ინდონეზია
7. ირანი
8. ნეპალი
9. ჩრდილოეთ მაკედონია
10. რუსეთი
11. თურქეთი
12. ვიეტნამი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები