მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ქართული ქვა იყიდება - „ზოდი“ ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს

63c155d330503
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.23 23:55
810
კომპანია „ზოდი“ 2023 წელს ქართული ქვის სარეალიზაციო ბაზრების გაფართოებას და ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს. ამის საშუალებას კი კომპანიას 2022 წელს გაორმაგებული საწარმოო სიმძლავრეები აძლევს.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქვის რეალიზების გეგმებზე BM.GE-სთან „ზოდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დვალიძემ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია კირქვის წარმოების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს, რაც ახალი ბაზრების მოძიებას გულისხმობს. გარდა ამისა, ექსპორტზე მიიმართება ბაზალტისა და გრანიტის ქვებიც.

„გასულ წელს ექსპორტზე 12 კონტეინერი ქართული ქვა ისრაელში, გერმანიაში, აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში გავიტანეთ, რაც 6 000 კვ.მ-მდეა. ამასთან, ახალ ბაზრებზე ქვის ნიმუშები გავაგზავნეთ. წელს გვინდა რომ გვინდა რომ წარმოება 8 000 კვ.მ.-მდე გაიზარდოს, რაც ექსპორტზე იქნებოდა მიმართული.

ქართულ კირქვაზე მოთხოვნა ჩინეთიდან, კორეიდან, იტალიიდან, გერმანიაშია. ვსაუბრობთ კონკრეტულ პარტნიორებთან და წელს მინიმუმ 2 ახალი ბაზარი დაგვემატება“, - განაცხადა ნინო დვალიძემ.
კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2023 წლის სტრატეგიის მიხედვით ექსპორტის გაორმაგება იგეგმება, თუმცა ეს დიდწილად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ქვა იმპორტირებულთან მიმართებით ფასით და ხარისხით კონკურენტუნარიანი, საექსპორტო ბაზარზე კი მისი ცნობადობა დაბალია რა კუთხითაც კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები