მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოდმა“ ქვის წარმოების სიმძლავრეები გააორმაგა - ინვესტიცია ₾1,5 მლნ-მდეა

63c134d49065d
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.23 15:40
877
სტატიაში საუბარია:
ქართული ქვის მწარმოებელმა კომპანია „ზოდმა“ საწარმოო სიმძლავრეები გააორმაგა. კომპანიამ 2022 წელს ბიზნესის განვითარებისთვის „აწარმოე საქართველოს“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამით დამატებით 1 მილიონ 455 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნულის შესახებ BM.GE-სთან „ზოდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დვალიძემ გასული წლის შეფასებისას ისაუბრა.

„2022 წელს კომპანიამ წარმოების გაძლიერებისთვის დამატებითი ინვესტიციები განახორციელა. „აწარმოე საქართველოს“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებით ავიღეთ სესხი და საწარმოო სიმძლავრეები გავზარდეთ. თუ მანამდე ჩვენი საწარმოო მოცულობა 4.5 ათასი კვ.მ. ქვის გადამუშავება იყო, გადაიარაღების შედეგად 10 000 კვ.მ.-მდე ქვის გადამუშავება გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა ნინო დვალიძემ.

ბიზნესის განვითარების შედეგად სამუშაო ადგილების რაოდენობა 10-ით 45 დასაქმებულამდე გაიზარდა.

„ზოდის“ საწარმოში დღეისთვის ქართული გრანიტის, კირქვისა და ბაზალტის გადამუშავება მიმდინარეობს. ამ ქვებისგან სხვადასხვა ტექნიკით რამდენიმე დასახელების ქვა იწარმოება, რომლის გაყიდვების 70-80% ადგილობრივ ბაზარს უკავია, 30-40% კი ექსპორტზე მოდის.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ 2022 წელს საწარმოს გადაიარაღება და გაფართოება 2023 წელს გაყიდვების შედეგებზე უნდა აისახოს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები