7 თვეში, ქართული ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყანაში 19 გამოფენა/ფესტივალსა და 140 დეგუსტაცია-სემინარზე იყო წარდგენილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი განმარტებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აღნიშნულ ღონისძიებებზე ქართული ღვინო საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით იყო წარდგენილი
უწყების ცნობით, ქართული ღვინო იაპონიაში, აშშ-ში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ფინეთში, სომხეთში, პოლონეთში, ბელგიაში წარადგინეს.
უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით კი საქართველოში 10 ღვინის ტური გაიმართა.




























