რეფინანსირების განაკვეთი მთავარი მონეტარული ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნის ეროვნული ბანკის განკარგულებაში იმყოფება. მონეტარული პოლიტიკის ცვლილება საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ან ზრდას იწვევს, რაც ფინანსურ რესურსებს აძვირებს ან აიაფებს.
როგორც წესი, დაბალი რეფინანსირების განაკვეთი ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, ხოლო მაღალი გაკვეთის პირობებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეზღუდულია.
რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით სახელმწიფოებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, მაგალითად: იაპონიაში განაკვეთი 0%-ის ფარგლებშია, ხოლო ზიმბაბვეში ის 150%-ს აღწევს, რაც მსოფლიოს მასშტაბით კრედიტის ღირებულებებს შორის დრამატულ სხვაობას იწვევს.
შედარებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა 8%-ს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ევროზონის მასშტაბით განსაზღვრულ განაკვეთს, რომელიც ამჟამად 3.4%-ს შეადგენს.
ამჯერად წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, სადაც ცენტრალური ბანკის მიერ ყველაზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთია განსაზღვრული:
1. ზიმბაბვე
განაკვეთი: 150%
2. არგენტინა
განაკვეთი: 78%
3. ვენესუელა
განაკვეთი: 60%
4. თურქეთი
განაკვეთი: 50%
5. მადაგასკარი
განაკვეთი: 48%