ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში უმუშევრობის დონე სტაბილურად 4.8% იყო (ზედიზედ 3 თვის განმავლობაში).
ამასთან, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის უმუშევრობის დონე არ შეცვლილა 10 ქვეყანაში, შემცირდა - 14 და გაიზარდა - 6 ქვეყანაში. გარდა ამისა, უმუშევრობის დონე რეკორდულ მინიმუმს მიუახლოვდა კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი TOP 10 ქვეყანა, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია:
- კორეა - 2.6%
- იაპონია - 2.6%
- ჩეხეთის რესპუბლიკა - 2.7%
- პოლონეთი - 2.7%
- მექსიკა - 2.9%
- გერმანია - 2.9%
- ისლანდია - 3.3%
- ახალი ზელანდია - 3.4%
- ნიდერლანდები - 3.4%
- ამერიკის შეერთებული შტატები - 3.4%
გარდა ამისა, აღსანიშნია, რომ 2023 წლის აპრილში OECD-ის ქვეყნებში ახალგაზრდების (15-დან 24-წლამდე) უმუშევრობის დონე 10.2%-მდე შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 17 ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე მეტად შვედეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პორტუგალიასა და იტალიაში.