მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ყველაზე დაბალი და ნულოვანი გადასახადებია

tax free

ქვეყნების ბიზნესგარემოს შეფასებაში გადასახადების დონეს ცენტრალური ადგილი უჭირავს. სხვა თანაბარ პირობებში, მეწარმეები ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც გადასახადები დაბალია. დაბალ გადასახადებში იგულისხმება ისეთი საგადასახადო განაკვეთები, რომლებიც სხვა ქვეყნების საგადასახადო განაკვეთებთან შედარებით დაბალია. ყველაზე დაბალი კორპორაციული გადასახადები ძირითადად მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოქმედებს. ამ ხერხით ისინი რაც შეიძლება მეტი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ცდილობენ.

Trading Economics და PwC Tax Summarys-ის 2024 წლის კვლევის თანახმად, იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების უმრავლესობა, სადაც ნულოვანი კორპორაციული გადასახადი (მოგების გადასხადი) მოქმედებს, ძირითადად კარიბის ზღვის, ასევე წყნარი ოკეანის აუზსა და ბრიტანეთის კუნძულებს მიეკუთვნება. გარდა ამისა, არაერთ მათგანს კორპორაციულთან ერთად ასევე არ აქვს საშემოსავლო ან კაპიტალის მოგების გადასახადი.

სამივე თვალსაზრისით გადასახადი სრულად ნულოვანია: ანგოლაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ვანუატუში, კაიმანის კუნძულებზე, ბერმუდაზე, ბაჰრეინზე, ბაჰამის კუნძულებზე, ტერქსი და კაიკოსის კუნძულებზე, ასევე უოლისისა და ფუტუნას კუნძულებზე.

მენის კუნძულების, გერნსისა და ასევე ჯერსის შემთხვევაში კი, მართალია კორპორაციული და კაპიტალის გადასახადი ნულოვანია, თუმცა 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს.

სწორედ ეს ტერიტორიები დღეს მთელი მსოფლიოდან ასობით კომპანიის შტაბ-ბინას აერთიანებს და მათ ხშირად საგადასახადო თავშესაფრებადაც მოიხსენიებენ. თუმცა, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, საქმე მთლად ასე მარტივად არ არის. მაგალითად, საგადასახადო სამოთხედ წოდებულ ბაჰრეინში, კორპორაციული გადასახადი არ მოქმედებს ყველა სხვა ინდუსტრიაში, გარდა ნავთობისა და გაზის. - ხოლო თუ კომპანია ამ უკანასკნელ სექტორში ოპერირებს, კორპორაციული გადასახადის განაკვეთი მისთვის 46%-ით განისაზღვრება.

Crown Dependencies-ში საბანკო და საფინანსო კომპანიები 10%-იანი კორპორაციული განაკვეთით იბეგრებიან. საშემოსავლო გადასახადს კი მხოლოდ ის ბიზნესები იხდიან, ვისი მოგებაც ნახევარ მილიონ ფუნტ სტერლინგს აღემატება.

იმავდროულად, ბერმუდა 2025 წელს 15%-იანი კორპორაციულ გადასახადს შემოტანას გეგმავს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ მრავალეროვნულ კორპორაციებს შეეხება, რომელთა წლიური შემოსავალი არანაკლებ 800 მილიონი დოლარით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები