მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში გასულ თვეს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა

638f1be339d7a
მარიამ ვარადაშვილი
06.12.22 15:45
1303

ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 417 184 შეადგინა, რაც წლიურად 151%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტების რაოდენობა 23%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას, მათი რიცხვი ნოემბერში 471 ათას აღემატება, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მოგზაურების რაოდენობა თითქმის 30%-ით არის შემცირებული.

ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი 108 247 რუსეთიდან განხორციელდა, რაც 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის შესაბამის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 82 029 ვიზიტი განხორციელდა. 

მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც საანგარიშო პერიოდში 101 940 ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 25%-ით აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელს.

მესამე ადგილზე 71 785 ვიზიტით სომხეთია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აქედან ვიზიტები 38.5%-ით არის შემცირებული.

მეოთხე ადგილს 25 932 ვიზიტით ისრაელი იკავებს. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტები ისრაელიდან 35.6%-ით შემცირდა.

მეხუთე ადგილზე კი 13 631 ვიზიტით უკრაინაა, 2019 წელთან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ევროკავშირს, აქედან ვიზიტების რაოდენობამ 16 398 შეადგინა, რაც 37%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის პერიოდზე. 

რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 4 862 247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები