2024 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 281 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით, ანუ 59 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ივნისშიც ფულად გზავნილებში პირველ პოზიციაზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 49 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიურად 62%-ით არის შემცირებული, რაც მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს.
სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. შედეგად გზავნილების სტატისტიკაში იტალიამ მეორე პოზიცია დაკარგა და ის აშშ-მა ჩაანაცვლა, საიდანაც ივნისში 48 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. მესამე პოზიცია დაიკავა იტალიამ 46 მილიონის გზავნილებით (მატება 6%), ხოლო გერმანიიდან ფულადი გზავნილები 9%-ით, 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივნისში - ტოპ 20 ქვეყანა
| ქვეყანა | გადმორიცხული თანხა (მლნ დოლარი) | ზრდა კლება წინა წელთან შედარებით |
| რუსეთის ფედერაცია | 49 | -62% |
| აშშ | 48 | 22% |
| იტალია | 46 | 6% |
| გერმანია | 22.4 | 9% |
| საბერძნეთი | 21.8 | 6% |
| ისრაელი | 20 | 0% |
| ყაზახეთი | 11 | -37% |
| თურქეთი | 8 | -25% |
| ესპანეთი | 6 | 15% |
| ირლანდია | 5.5 | 28% |
| ყირგიზეთი | 5.1 | 36% |
| საფრანგეთი | 5.0 | 4% |
| გაერთიანებული სამეფო | 4.0 | -4% |
| აზერბაიჯანი | 3.2 | -7% |
| პოლონეთი | 2.9 | 7% |
| კანადა | 2.3 | 2% |
| კვიპროსი | 1.8 | -7% |
| არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1.8 | 7% |
| ნიდერლანდები | 1.6 | 3% |
| საუდის არაბეთი | 1.4 | 7% |
2024 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივნისის (29.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.0%-ით ნაკლებია.



























