მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც ტურიზმის ადმინისტრაცია ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს

ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უწყება სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიებს აგრძელებს და იმ ქვეყნებს ასახელებს, საიდანაც ადმინისტრაცია ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს.

„წელს ჩვენ გვქონდა კამპანიები როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში, ისრაელში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. მომავალ წელს კი აქტიურ კამპანიებს ვიწყებთ ახალ ტურისტულ ბაზრებზე: ინდოეთსა და ჩინეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში. როგორც იცით, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის იწყება პირდაპირი ფრენები და უფრო გაძლიერებული კამპანიები გვექნება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად ზრდაზე საუბრობს და ამბობს, რომ შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

„2024 წლის პირველი სამი კვარტალის შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდულ ნიშნულზეა, საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანამ 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მონაცემები 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილია, ხოლო პანდემიამდელ პერიოდს, როდესაც შემოსავალი გაზრდილი იყო რეკორდულად, 34 %-ით აჭარბებს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, შემოსავლები საგრძნობლად გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.

BMG-იმ სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიებისა და ხარჯების შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გამოითხოვა, თუმცა აღნიშნულ წერილზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები