მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში საქართველოში დაახლოებით 1 მლნ ტურისტული ვიზიტი შედგა

64b4eb3a31750
მარიამ ვარადაშვილი
17.07.23 11:06
743

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 76%-ს შეადგენს.

6 თვეში ქვეყანაში 1 930 483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 59.6%-ს შეადგენს.

2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 1 651 655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 57.4%-ია. 2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1 085 151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 44.8%-ს შეადგენს.

ადმინისტრაციის ცნობითვე, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები