მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის ეკონომიკაში აგროსექტორის წილი 10-წლიან მინიმუმზეა - Galt & Taggart-ის მიმოხილვა

ეკონომიკა

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart საქართველოში სოფლის მეურნეობის შესახებ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

დოკუმენტის ავტორების შეფასებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში შესადარისი ქვეყნების მსგავსია.

მათი მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში აგროსექტორს 7%-იანი წილი ეკავა, რაც გასულ 10 წელთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და 2022 წელს 4.4 მლრდ ლარი შეადგენდა.

აღსანიშნია, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სოფლის მეურნეობას მშპ-ში 25%-იანი წილი უკავია, დაბალი საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში 15.4%, საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში 9%, რომლებსაც საქართველო 7%-იანი წილით მოსდევთ, მაღალი საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების შემთხვევაში მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6.9%-ით განისაზღვრება, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (მაღალშემოსავლიანი გარდა) 5.5%-ით. მსოფლიოში ზოგადად სოფლის მეურნეობას 4.3% უკავია, მაღალშემოსავლიან ქვეყნების ეკონომიკაში კი აგროსექტორის წილი მხოლოდ 1.3%-ია.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაში 229 000 ადამიანია დასაქმებული, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა 17.9%-ს შეადგენს.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში საშუალო მოსავლიანობა შესადარის ქვეყნებზე დაბალია. დარგი ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით, რაც დაბალ მოსავლიანობაზე აისახება. ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია, რაც ბიზნესის ეფექტურობას ცხადყოფს.

მოსავლიანობის გაზრდისათვის ინვეტიციებთან ერთად საჭიროა საწარმოთა გამსხვილება მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორად შერჩევა, კრიზისების მენეჯმენტი, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივება და სხვ. სხვადასხვა სახელმწიფო და დონორების პროგრამების გათვალსიწინებით სექტორის მიმზიდველობა მაღალია”, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები