მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის ევროპული მომავალი „რუსული კანონის“ პირობებში - ნინი შენგელია ქალების ნარატივში

ხვალ, ქართული ოცნება რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე გაიტანს. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიმდინარეობს. ქრონოლოგიურად, რომ მივყვეთ - ვეტოს გადალახვის შემდეგ, სამი დღის ვადაში კანონი კვლავ პრეზიდენტს უბრუნდება, მის ხელმოსაწერად კი სალომე ზურაბიშვილს 5 დღე ექნება. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს, 5 დღის შემდეგ რუსული კანონი, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით საბოლოოდ დამტკიცდება და გამოქვეყნდება. რუსული კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღე ექნებათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ საერთო ბაზის - იგივე რეესტრის შექმნისთვის. - ამის შემდეგ უკვე უცხოელი ძალის გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ვის მოუწევს ბაზაში გაერთიანება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში მოითხოვს ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნებიდანაა მიღებული. ფაქტობრივად ამ რეესტრში თავს მოიყრის საქართველოში არსებული ონლაინ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესი ნაწილი. კანონი ბევრად მასშტაბურია, ის ბოლო რედაქციის მიხედვით, ფიზიკურ პირებსაც მოიცავს, იუსტიციის სამინისტროს კონკრეტული ორგანიზაციის შესახებ მონიტორინგის ფარგლებში შეეძლება ინფორმაცია გამოითხოვოს მათ შორის ფიზიკური პირებისგანაც. რუსული პრაქტიკით, კი კანონის კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და მუტაციაც არ არის გამორიცხული. მოკლედ რას მოუტანს ქვეყანას რუსული კანონი, რა საფრთხეს უქმნის ის საქართველოს ევროპულ მომავალს?

სტუმარი: ნინი შენგელია - სამართლის დოქტორი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები