მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყნის, ხალხის და სამშობლოსთვის მოქმედება სანქცირებას არ ექვემდებარება“ - ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დასავლეთის მხრიდან, არაერთი გაფრთხილების შემდეგ, რუსული კანონი მიღების შემთხვევაში სანქცირების შემთხვევაში აცხადებს, რომ მმართველ პარტიას არავითარი პრობლემა არ გააჩნია, რადგან ისინი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება არ სანქცირდება. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტზე „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად, ჩვენ მხარეს არის სიმართლე და თუ ვინმე უნდა დაასანქცირონ იმისთვის, თუ რატომ მოქმედებს ის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ჩვენ არავითარი პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ყველაფერზე გვექნება რეაგირება და ვამხილებთ ვინ, რა ინტერესებით მოქმედებს, ასე რომ ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება ვერ სანქცირდება. რაც არ უნდა ამას ფორმალური სანქცია უწოდონ, ქვეყნის, ხალხის და სამშობლოსთვის მოქმედება სანქცირებას არ ექვემდებარება. არავის არაფრის არ ეშინია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები