მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რევოლუციის და რადიკალური გზებით ქვეყნის კურსის შეცვლის შესაძლებლობას არავის მივცემთ“

პარლ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტზე „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „რევოლუციის და რადიკალური გზებით ქვეყნის კურსის შეცვლის შესაძლებლობას არავის მივცემთ“.

მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, მაშინ როდესაც კრიტიკულ მოსაზრებებს კანონპროექტის მიმართ მათ ჰქონდათ. ოხანაშვილი ყურადღებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა და კიდევ ერთხელ პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდნენ და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ არც შემოვიდნენ. შესაბამისად, სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად და აფრთხილებს საზოგადოებას. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება თხოვნა, რომ კანონი არ დაარღვიონ, თორემ იქნებოდა პროპორციული ძალა გამოყენებული. ხვალ იქნება მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე. აზრის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება არის დაცული, როგორც კი ეს კანონის ფარგლებს გასცდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ამ ქვეყანაში რევოლუციის და რადიკალური გზებით ქვეყნის კურსის შეცვლის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები