მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა - პრემიერი

მიწა

"ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა.

„აიზომა მთლიანობაში დღემდე 2 157 000 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა აქედან 1 551 000 მიწის ნაკვეთი. ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც განხორციელდა კადასტრის მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლიდან დაწყებული რეფორმაა, რომლის მიზანს ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთების სისტემური აზომვა, საკადასტრო სამუშაოების ჩატარება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები