მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის შიგნით მივლინების ანაზღაურება 15-ის ნაცვლად 30 ლარი იქნება - მთავრობის გადაწყვეტილება

63318f98b0cb3
ინგა მურუსიძე
26.09.22 15:45
6173
ქვეყნის შიგნით მივლინების ანაზღაურება 15-ის ნაცვლად 30 ლარი იქნება, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და ის ფინანსთა სამინისტროს დადგენილებაში აისახება.

გადაწყვეტილება იმოქმედებს როგორც საჯარო სამსახურზე, ისე კერძო სექტორში.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო საკითხი სამივლინებო ნორმებთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებაც განხორციელდა მთავრობის დადგენილებაში.

გამოიცემა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელშიც ანალოგიურად იქნება ნორმები გადახედილი. ეს ნორმები მრავალი წელი მოქმედებდა საქართველოში და არ გადახედილა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სიტუაცია შეცვლილია და მოხდა ნორმების დაკორექტირება.

ცვლილება შეეხება მივლინებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით მივლინებისთვის ლიმიტი იყო 15 ლარი და გახდება 30 ლარი. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებას, ყველა ქვეყანა იქნება დაკორექტირებული, შესაბამისობაში იქნება ერთიან სტანდარტთან მოყვანილი, ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებებიც იქნება გათვალისწინებული. მოხდება დაახლოებით 37%-იანი ზრდა იქნება და დღიურად საშუალოდ $45, $60 და 75$-ით განისაზღვრება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, თანხა განსაზღვრული იქნება ქვეყნის მიხედვით, იქნება ეს ევროკავშირი, შვეიცარია, ინგლისი თუ ა.შ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ხარჯების ზრდა შეეხება სასტუმროს ხარჯებსაც.

დადგენილება რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები