რა განაპირობებს ლარის კურსის გამყარების ტენდენციას ბოლო პერიოდში? - ამ კითხვას Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში უპასუხა.
მისი თქმით, სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია შემოდინებები მათ შორის ტურიზმიდან, რაც იანვარ-თებერვლის პერიოდში დაახლოებით 600 მილიონის ფარგლებში იყო.
მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ექსპორტის ზრდი ტემპი შენელდა, საერთო მონაცემებით, ის იზრდება.
“ექსპორტიც აგრძელებს ზრდის ტემპს. თებერვლის ექსპორტის ზრდის ტემპი შენელებულია, თუმცა ეს ზრდა არის ძალიან მაღალი ბაზიდან და თანხობრივად სოლიდური იყო. ეს ყველაფერი არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ლარის გამყარებას უწყობს ხელს და მეორე ფაქტორი არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი მყარდება, არ არსებობს სტიმული, რომ დააკონვერტირო ლარი და თანხა დოლარში შეინახო, რადგან ეს, ფაქტობრივად, უბრალოდ შენახულ ფულს ნიშნავს“, - განმარტავს ქავთარაძე.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად მყარდება.