მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ამყარებს ლარს? - "ჯორჯიან ბეიქერსის" დამფუძნებლის მოსაზრება

61f7ba006807c
სალომე ჭიპაშვილი
31.01.22 15:45
6335
კომპანია "ჯორჯიან ბეიქერსის" დამფუძნებელი მიშა ფარულავა ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გამყარების ტენდენციას საერთაშორისო ბაზრებზე დოლარისა და ევროს დასუსტებით ხსნის. მისი განცხადებით, წლის ამ პერიოდში ლარი ყოველთვის მიმართულია გაუფასურებისკენ, თუმცა მიმდინარე წელი გამორჩეული შემთხვევაა.

„ლარის გამყარება ორი ვალუტის, დოლარისა და ევროს გლობალურ სტაბილიზაციას და გაუფასურებას უკავშირდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს - დაწყებული პოლიტიკური თემებით დამთავრებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით, რომელიც ინფლაციას უკავშირდება. სხვა წლებისგან განსხვავებით, ინფლაცია არ არის სექტორული, არც რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიას ეხება. გლობალურად ხდება ყველა მიმართულებით ფასების ზრდა, შესაბამისად, აქტივობა შედარებით შემცირებულია. თანხაში გამოკვეთილი მიწოდების მოცულობა თითქმის იგივეა, თუმცა რაოდენობრივი მაჩვენებელია შემცირებული. ეს გავლენას ახდენს ჩვენს რეალობაზეც, ამიტომ ეკონომიკური აქტივობა შედარებით შემცირებულია, რის გამოც ვალუტაზე დატვირთვა მცირდება და გვაქვს ის სურათი რაც გვაქვს.

რაც შეეხება ძირითად პარტნიორებს, იგივე თურქეთსა და რუსეთს. აქაც ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებასთან გვაქვს საქმე, ისევ და ისევ პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო. ამას თან ერთვის ის, რომ შეზღუდვები წესდება და ექსპორტის კვოტირება ხდება, მათ შორის, მაგალითად რუსეთში ხორბლის ექსპორტზე ლიმიტებია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ლარი მათთან მიმართებითაც გამყარებულია“- აცხადებს მიხეილ ფარულავა.

შეგახსენებთ, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.05 ლარია - ბოლო ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.16 თეთრით გამყარდა. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივლისში იყო. აღსანიშნია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარს, ძირითადად, გამყარების ტენდენცია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები