მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საქართველოში იაპონელი ინვესტორებისთვის მთავარი გამოწვევა? - იაპონიის ელჩის პასუხი

6352946aae9ed
გიორგი არონია
21.10.22 20:35
841

"იაპონელი ინვესტორებისთვის მთავარ გამოწვევას საქართველოში არსებული მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ არსებული ცოდნის ნაკლებობა წარმოადგენს", - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა აკირა იმამურამ განაცხადა.

ელჩის თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალი, ხოლო ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი სექტორი - ენერგეტიკაა.

„ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ცოდნის ნაკლებობაა. როგორც ვხედავთ, საქართველოში ეკონომიკის ორნიშნა ზრდაა და თან, იზრდება აზიასა და ევროპას შორის, შუა დერეფნის გავლით გამავალი ტვირთის ბრუნვა - საქართველოც, ცხადია, ამ დერეფნის ნაწილია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოებაც, რაც განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გამოიკვეთა და რაც, იაპონური კომპანიებისთვის საქართველოში პროექტების განხორციელების დამატებით შესაძლებლობას აჩენს.

საქართველოში ბევრ იაპონურ პროდუქტებს ვხვდებით - ყველა მათგანი იაპონიაში წარმოებული არ არის, მაგრამ ისინი იაპონურმა ბრენდებმა შექმნეს. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში ამ პროდუქტებს ვხედავთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება. გასულ წელს მიღებულმა საინვესტიციო და საგადასახადო ხელშეკრულებებმა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო ურთიერთობების გასავითარებლად ხელსაყრელი გარემო შექმნა“, - განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა, აკირა იმამურამ.

ცნობისთვის: 2021 წელს, საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა $205.6 მილიონი შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წლის პირველ ცხრა თვეში, ეს მაჩვენებელი $219.6 მილიონს უდრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები